Blue Tie ანუ ლურჯი ჰალსტუხი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ელეგანტურობის, დახვეწილობისა და სანდოობის სიმბოლოს. ლურჯი ფერის სიმდიდრე და მკვეთრი ელფერი სტაბილურობასა და ავტორიტეტს უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ მისი გამოყენება ფორმალურ და ბიზნეს გარემოცვაში ძალიან გავრცელებულია. ლურჯი ჰალსტუხი უბრალო აქსესუარზე უფრო მეტია. იგი თავდაჯერებულობის, სითამამისა და სტილის დახვეწილობის ერთგვარი გამოხატულებაა. როგორც თავად ლურჯი ფერი, ლურჯი ჰალსტუხის სიმბოლიკაც პროფესიონალიზმისა და ძალაუფლების შეგრძნებებს აღვიძებს, რისი საშუალებითაც ადამიანები უფრო მეტი ელეგანტურობითა და თავდაჯერებულობიით გამოირჩევიან. Blue Tie Wines-ის კონცეფცია ამ ელეგანტური აქსესუარის მარადიულ სიმბოლიზმზეა დაფუძნებული და იგი ჩვენს მიერ შექმნილ ყველა ბოთლშია ინტეგრირებული.