ქართული ღვინო საკუთარი მრავალფეროვნებით იწვევს ინტერესს ღვინის მომხმარებლებსა და ენთუზიასტებში. ქართული ღვინის საწყისი ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებია. საფერავი ყველაზე გავრცელებული წითელი ღვინოა, რომელიც ინტენსიური ფერითა და ხასიათით გამოირჩევა. რქაწითელი კი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც მზადდება როგორც თეთრი, ასევე ქარვისფერი ქართული ღვინო. რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ქარვისფერი ღვინო გამოირჩევა თავისი ტექსტურით და აროამტული პროფილით. შესაბამისად ქართული ღვინის წარმოებაში აქცენტი გემოების ბალანსსა და კომპლექსურ სტრუქტურაზე კეთდება. თანამედროვეობაში ძველი მეღვინეობის პრაქტიკები უფრო მეტად დახვეწილია, რათა თანამედროვე მომხამრებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. Blue Tie Wines წარმოადგენს ქართული ღვინის თანამედროვე ინტერპრეტაციას. Blue Tie-ის ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები თანამედროვე სიხალასესა და კომპლექსურობაზე აკეთებს აქცენტს, რაც მას სხვა ქართული ღვინოებისგან გამოარჩევს.