ჩვენ შესახებ

“Blue Tie-ის” მნიშვნელობა
ჰალსტუხი დღესაც ელეგანტურობასთან და დახვეწილობასთან ასოცირდება. ეს არის ატრიბუტი, რომელიც კიდევ უფრო ამშვენებს ადამიანის ვიზუალს და უფრო მიმზიდველს ხდის მას. სწორედ ამიტომ ადამიანი ჰალსტუხის ტარებისა უფრო დახვეწილად, თავდაჯერებულად და თამამად გრძნობს თავს.ლურჯი ფერის ელეგანტური ხასიათი კი ამ თვისებებს უფრო ამძაფრებს. ამ ღირებულებების გადმოცემის მიზნით დაერქვა ჩვენს ღვინოს Blue Tie და იგი ელეგანტურობის, თავდაჯერებულობისა და დახვეწილობის განსახიერებად იქცა.
რატომ “Blue Tie”?
Blue Tie ემოციურ ღირებულებებთან ერთად მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნის. ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ სანდო პარტნიორი ღვინის სახით, რომელიც დახვეწილ გემოებთან ერთად ელეგანტურობასა და გამბედაობას შთაგაგონებთ.იგემე თავდაჯერებულობა და მისდიე სრულყოფილებას!
როგორ ღვინოებს აწარმოებს Blue Tie?
Blue Tie wines თანამედროვე და ინოვაციური ღვინის კომპანიაა, რომელიც განსხვავებულ კონცეფციასთან ერთად განსხვავებული ხასიათის ღვინოებს აწარმოებს. ამ ეტაპისთვის Blue Tie-ის სახელის ქვეშ მსუბუქი, ახალგაზრდა და ცინცხალი ღვინოები იწარმოება.
ლოგოს განმარტება
Blue Tie Wines-ის ლოგო ლურჯი ფერის ჰალსტუხისა და ლომის იდეალისგან შედგება. ლურჯი ჰალსტუხი სახელის წარმოსაჩენად და ამავდროულად ყველა იმ ღირებულების განსახიერებაა, რომელსაც ჩვენი ღვინის ბრენდი ატარებს. ეს ყველაფერი სრულყოფაში მოჰყავს ლომის სიმბოლოს, რომელიც სოლიდურობის, ძალაუფლების და სიამაყის განცდასაც ქმნის.